
მეხსიერების ბარათის ჩადება
გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი MicroSD ბარათები, რომელიც Nokia-ს მიერ
ნებადართულია ამ მოწყობილობასთან გამოსაყენებლად. Nokia იყენებს
მეხსიერების ბარათებისთვის მიღებულ სამრეწველო სტანდარტებს, მაგრამ
ზოგიერთი მარკა შეიძლება არ იყოს სრულად თავსებადი ამ
მოწყობილობასთან. თუ ბარათი არათავსებადია მოწყობილობასთნ, ამან
შეიძლება დააზიანოს როგორც ბარათი, ისე აპარატი და დაზიანდეს ბარათზე
შენახული მონაცემები.
თქვენი აპარატი ოპერირებს microSD ბარათების საშუალებით, რომელთა
მაქსიმალური ტევადობაა 16 გბ. ერთი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2
გიგაბაიტს.
1 გახსენით მეხსიერების ბარათის ჭრილის საფარი.
2 გადაწიეთ საფარი.
3 ჩადეთ მეხსიერების ბარათი ჭრილში, საკონტაქტო ზედაპირით ქვემოთ.
4 დახურეთ მეხსიერების ბარათის ჭრილის საფარი.