Nokia X2 00 - აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და პროგრამების განახლებების შესახებ

background image

აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და პროგრამების განახლებების

შესახებ
აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და პროგრამების განახლებებით

შეგიძლიათ მიიღოთ ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციები თქვენი

აპარატისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ ასევე

შესაძლებელია გააუმჯობესოს აპარატის ფუნქციონირება.
გირჩევთ შეინახოთ თქვენი პირადი მონაცემების სარეზერვო ასლები, სანამ

განაახლებთ აპარატის პროგრამულ უზრუნველყოფას.

გაფრთხილება:

განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირების დროს ვერ

გამოიყენებთ მოწყობილობას, გადაუდებელი ზარების განსახორციელებლადაც

კი, სანამ არ დასრულდება ინსტალაციის პროცესი და არ გადაიტვირთება

მოწყობილობა. დარწმუნდით, რომ დარეზერვებული გაქვთ მონაცემები, სანამ

დაიწყებდეთ განახლებული ვერსიის დაინსტალირებას.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ჩამოტვირთვამ შეიძლება

გამოიწვიოს მონაცემთა დიდი მოცულობის გადაცემა (ქსელის მომსახურება).

დარწმუნდით, რომ მოწყობილობის კვების ელემენტი საკმარისადაა

დატენილი, ან მიუერთეთ დამტენი მოწყობილობა პროგრამის განახლების

დაწყებამდე.
აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და პროგრამების განახლების

შემდეგ, მომხმარებელთა სახელმძღვანელოში მოცემული მითითებები

შეიძლება მოძველებული იყოს.