
მედია პლეერი
თქვენს აპარატს აქვს მედია პლეერი, სიმღერების და სხვა MP3 ან AAC ხმოვანი
ფაილების მოსასმენად.
გაფრთხილება:
მუდმივად მაღალ ხმაზე მოსმენამ შეიძლება დაგიქვეითოთ სმენა. მუსიკას
მოუსმინეთ საშუალო ხმაზე და ნუ დაიჭერთ აპარატს ყურთან ახლოს,
როდესაც ჩართულია დინამიკი.
აირჩიეთ
მენიუ
>
მუსიკა
>
ჩემი მუსიკა
>
მედია პლეერი
.
მედია პლეერის გამოყენებისას ისარგებლეთ მედია პლეერის ღილაკებით ან
ეკრანზე მოცემული ვირტუალური ღილაკებით.
დაკვრის დაწყება ან პაუზის გაკეთება
დააჭირეთ ღილაკს
.
მიმდინარე სიმღერის დასაწყისზე გადასვლა
დააჭირეთ ღილაკს
.
წინა სიმღერაზე გადასვლა
ორჯერ დააჭირეთ ღილაკს
.
შემდეგ სიმღერაზე გადასვლა
დააჭირეთ ღილაკს
.
მიმდინარე სიმღერის სწრაფად გადახვევა წინ და უკან
ხანგრძლივად დააჭირეთ
ან
ღილაკს.
ხმის დარეგულირება
გამოიყენეთ ხმის რეგულირების ღილაკები.
მედია პლეერის ხმის გამორთვა ან ჩართვა
დააჭირეთ დიეზს #.
ჩართული მედია პლეერის დატოვება ფონზე
დააჭირეთ დასრულების ღილაკს.
მედია პლეერის დახურვა
ხანგრძლივად დააჭირეთ დასრულების ღილაკს.
მუსიკა
23