Nokia X2 00 - ტრანსპორტი

background image

ტრანსპორტი
სატრანსპორტო საშუალებებში რადიოსიხშირულმა სიგნალებმა შეიძლება იმოქმედოს არასწორედ

დამონტაჟებულ ან არაადექვატურად დაცულ ელექტროსისტემებზე, როგორიცაა ძრავაში საწვავის შეფრქვევის

ელექტრონული სისტემები, ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე ელექტრონული სისტემები, სიჩქარის

კონტროლოს ელექტრონული სისტემები და საჰაერო ბალიშების სისტემები. დამატებითი ინფორმაციისთვის

მიმართეთ ავტომობილის ან მისი მოწყობილობის მწარმოებელს.

მხოლოდ კვალიფიცირებულ პერსონალს შეუძლია მოემსახუროს მოწყობილობას ან დაამონტაჟოს იგი მანქანაში.

არასწორედ დამონტაჟებამ ან მომსახურებამ შეიძლება გამოიწვიოს საფრთხე და, შესაძლოა, ამის გამო გაუქმდეს

გარანტია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მოწყობილობას. რეგულარულად შეამოწმეთ, რომ თქვენს მანქანაში

მყოფი ყველა უკაბელო მოწყობილობა შესაბამისადაა დამონტაჟებული და სწორედ მუშაობს. არ შეინახოთ და არ

გადაიტანოთ აალებადი სითხეები, გაზები, ან ასაფეთქებელი მასალები იმავე განყოფილებით, სადაც

მოთავსებულია მოწყობილობა, მისი ნაწილები ან აქსესუარები. გაითვალისწინეთ, რომ საჰაერო ბალიშები დიდი

ძალით იბერება. არ მოათავსოთ თქვენი აპარატი ან აქსესუარები საჰაერო ბალიშებთან ახლოს.

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გამორთეთ თქვენი მოწყობილობა. უკაბელო გადამცემი მოწყობილობების

გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავის მართვას და ეს შეიძლება არაკანონიერი იყოს.